
ფონიჭალაში აფეთქებისას ერთ-ერთი დაღუპული 54 წლის ლალი შიშმანაშვილია - კვირის პალიტრა მის მეგობარზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაპირველად ნანგრევებში მისი ტყუპი შვილებიც მოყვნენ, მაგრამ მაშველებმა მათი ტერიტორიიდან გამოყვანა დროულად მოახერხეს:
„საბედნიეროდ, ტყუპები მალევე გადმოიყვანეს იქიდან, დედა ვეღარ... ტყუპები ამბობენ, რომ დედა ნანგრევებშია, ვერ გააღეს მისი საძინებლის კარი, რადგან სინკარები იყო მის ოთახში ჩაწოლილი. ტყუპების თქმით, დედა თავიდან კონტაქტზე იყო, შვილს უხმობდა კიდეც, მაგრამ მერე დაიკარგა მისი ხმა. მათი საძინებლები სხვადასხვა მხარესაა, ამბობენ, რომ დედას სხვა საძინებელში ეძინა, როცა ეს ძლიერი აფეთქება მოხდა.
ისინი პირველ სართულზე ცხოვრობენ და ყოველ წუთას ველოდებით ჩემი მეგობრის უვნებლად გამოჩენას. ტყუპები კოლეჯის სტუდენტები არიან, არც ისე პატარები..." -| უთხრა გამოცემას დაღუპული ლალი შიშმანაშვილის მეგობარმა
ამ დროისთვის ფონიჭალაში მაშველები ნანგრევებში დარჩენილ ერთ არასრულწლოვანს, 7 წლის გოგონას ეძებენ.