რეზონანსი
19.11.2026

ფონიჭალაში მაშველები ნანგრევებში დარჩენილ ერთ არასრულწლოვანს ეძებენ.  სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სპეციალური ამწე და სხვე ტექნიკა.

ცოტა ხნის წინ მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომელიც მამაკაცი აღმოჩნდა. ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო დღეს დილით ჩამოინგრა. აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაახლოებით 12 საათია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, საიდანაც სამი ქალია, ერთი კაცი, ერთი კი ბავშვი. ცოტა ხნით ადრე კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ნანგრევებიდან 3 წლის თაია ცოცხალი ამოიყვანეს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×