რეზონანსი
19.11.2026

ცხოველთა დამცველი დავით ზანდუკელი 1000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო.

დავით ზანდუკელის განცხადებით, მისი დაკავების ფაქტით სისტემას ცხოველთა დამცველების დაშინება სურდა.

„უკანონო პატიმარი ვიყავი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. საერთოდ კონტაქტი არ ყოფილა ჩემსა და დაზარალებულს შორის", - განაცხადა დავით ზანდუკელმა გათავისუფლების შემდეგ.

შეგახსენებთ, 17 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 16 ნოემბერს, თბილისში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა. მათივე განცხადებით, დაცვის თანამშრომელმა მათ ტერიტორიაზე შესვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ მასზე ფიზიკურად იძალადა და სამართალდამცავებმა ის დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×