რეზონანსი
19.11.2026

მმართველი გუნდი ოპონენტების მხრიდან ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციებზე საუბრობს. ფონიჭალაში მომხდარ აფეთქების შემდეგ, კოალიცია "ცვლილებების" წევრმა ვანო წერეთელმა დაწერა, რომ მომხდარი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, თამთა მიქელაძემ კი "ფეიქსბუქში" გააზიარა მასალა, რომელიც ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის ნგრევის შემდეგ, სერბეთში დაწყებულ პროტესტს უკავშირდება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, როგორ ცდილობენ რადიკალები ამ უბედურებით მანიპულირებას და ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური ლანდშაფტის მორგებას ცდილობენ ამგვარი ტრაგედიით.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის, როდესაც კონკრეტულ ტრაგედიას, ადამიანების უბედურებას - რადიკალები, აგენტურა საქართველოში საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. და დღესაც ჩვენ ვხედავთ უბედურ შემთხვევას, ტრაგედიას, რომელმაც გამოიწვია შესაბამისად, ძებნის შედეგი, თუ როგორ ხდება ამ ტრაგედიით მანიპულირება.

პრაქტიკულად განულებულია აგენტურის რეიტინგი საქართველოში, საზოგადოება მხარს არ უჭერს და მრავალი მაგალითით დასტურდება ეს ყველაფერი. სწორედ ამიტომ, შანსს ხელიდან არ უშვებს რადიკალური ოპოზიცია, ისეთ ტრაგედიებსაც კი, სადაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ესმის სრულიად საზოგადოებას, რომ აქ არ შეიძლება პოლიტიკური ლანდშაფტის მორგება ამ ტრაგედიისთვის, თუმცა ისინი ცდილობენ საზოგადოება ააღელვონ ასეთი ფაქტებით, მაგრამ ცხადზე ცხადია, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის არ იქნება იმის საფუძველი, რომ პოლიტიკური აქტიურობა ოპოზიციის მხარდასაჭერად გაიღოს", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×