რეზონანსი
19.11.2026

გერმანიის საელჩო საქართველოში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საელჩოში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით დიპლომატების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ყველა პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტორთან ღია დიალოგის გზით ინფორმაციის მიღება ადგილზე არსებული მდგომარეობისა და პროცესების შესახებ, რაც საქართველოშიც უნდა იყოს შესაძლებელი.

„ფაქტების გადამოწმება: გერმანიის საელჩოში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სტუმრობა „რუსთავი 2-ის“ მიერ არასწორად იქნა წარმოდგენილი.

მსოფლიოს მასშტაბით დიპლომატების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ყველა პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტორთან ღია დიალოგის გზით ინფორმაციის მიღება ადგილზე არსებული მდგომარეობისა და პროცესების შესახებ. ეს საქართველოშიც უნდა იყოს შესაძლებელი.

„რუსთავი 2“ - პრესის თავისუფლება და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჟურნალისტებისთვის აუცილებელია ინფორმაციის ზედმიწევნით გადამოწმება. არასწორი ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება ხელს უშლის საზოგადოებრივ დისკურსს და ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოსა და გერმანიას შორის“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გუშინ გავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 18 ნოემბერს თბილისში, გერმანიის საელჩოში იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×