რეზონანსი
19.11.2026

გამოვიყენებთ კითხვა-პასუხის სესიას იმისთვის, რომ არა მარტო ბრალდების ირგვლივ, არამედ „ქართული ოცნების“ არსებითი ბოროტების ირგვლივ, რაც შეიძლება მეტი ნათელი მოვფინოთ სურათს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გრიგოლ გეგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გუშინ დასმულმა კითხვებმა ცხადყო, რომ ისინი არიან რუსები“.

„დღეს გრძელდება კითხვა-პასუხის სესია. ჯერ კიდევ „ქართული ოცნება“, მოსარჩელე მხარე, აგრძელებს კითხვების დასმას, შემდეგ უკვე ჩვენ დავიწყებთ კითხვების დასმას და გვექნება საშუალება, რომ „ქართული ოცნების“ რეალური სახე ვაჩვენოთ ადამიანებს, ვისაც შეიძლება ჯერ კიდევ არ დაუნახავთ ეს რეალური სახე. იმ უმცირესობას, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რომ ეს არის რუსების რეჟიმი და მეტი არაფერი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ კითხვა-პასუხის სესიას იმისთვის, რომ არა მარტო ამ ბრალდების ირგვლივ, არამედ „ქართული ოცნების“ არსებითი ბოროტების ირგვლივ, რაც შეიძლება მეტი ნათელი მოვფინოთ სურათს.

ჩვენ გუშინ ვნახეთ მკაფიოდ, რომ ისინი არიან რუსები. ისინი ვერც კი მალავენ საკუთარ მოტივაციას და ამის გამოხატულებაა თუნდაც ის მავნებლური კითხვები, რაც მათ დასვეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×