რეზონანსი
19.11.2026

ურტყამენ ყველაფერს, რაც რეალურად დემოკრატიულია, რაც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ უნდა აკეთოს და აკეთებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ "იმედის" ეთერში ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების რეაგირება ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლიანი პოლიტიკის დასტურია.

"კორუფციის ფაქტი გამომჟღავნდება და სახელმწიფოს ამაზე აქვს რეაგირება, არ აქვს მნიშვნელობა ყოფილი თანამდებობის პირია თუ მოქმედი. აი, კონკრეტული საკითხი, სადღაც რაღაც ჯგუფი, რომელიღაც ქვეყანაში აყალბებს საბუთს, გამოიძიეს ეს ყველაფერი. ეს როგორ უნდა შემომიტრიალო მე, ხელისუფლებას? ხელისუფლებას რა უნდა შეუტრიალო იცით, რასაც უტრიალებდა ყველა ღირსეული ძალა 2012 წლამდე, როდესაც საქმეს კერავდნენ, რეალური დამნაშავეები რა პირობებში ჰყავდათ.

ყველაფერს ურტყამენ იმას, რაც რეალურად დემოკრატიულია, რაც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ უნდა აკეთოს და აკეთებს. კორუფციას ვებრძვით და არანაირი ინდულგენცია არ არსებობს. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული, ამაზე რეაგირება როცა აქვს პასუხისმგებლიან ხელისუფლებას ეს როგორ შეიძლება ხელისუფლების წინააღმდეგ შეატრიალო?“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×