
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით ბრიუსელიდან გაკეთებულ განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევა უწოდა.
როგორც მან "იმედის" ეთერში განაცხადა, ხელისუფლებისთვის მსგავსი განცხადებები არც ახალია და არც გასაკვირი.
"უკვე ვხედავთ კონსტიტუციურ პროცესზე გამოხმაურებებს, ეს არის ნათელი მაგალითი, სხვა ბევრ ნათელ მაგალითს რომ თავი დავანებოთ, შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევის, რაც ჩვენთვის არ არის ახალი და გასაკვირი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, ცხადია, რომ ოპოზიციას და მათ პარტნიორებს საქართველოში ე.წ ვეტინგის სისტემის დანერგვა სურთ.
"როდესაც ისინი დაგვინიშნავენ მოსამართლეებს მაშინ ექნებათ ნდობა. საერთაშორისო სასამართლოში თუ ასაჩივრებ ე.ი უცხო ქვეყანამ ჩემს ქვეყანაში უნდა დამინიშნოს მოსამართლე? სასამართლოზე როდესაც საუბრობდნენ, ევროკომისიის დასკვნები გავიხსენოთ, სადაც პირდაპირ საუბარია სასამართლოს მიმართ ნდობაზე. ეს არის ოქსიმორონო, უსტანდარტობა - პოლიტიკური განცხადებები ერთი და მათივე ინსტიტუტების დაკვეთილი კვლევები მეორე”, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.