რეზონანსი
19.11.2026

უტიფრობის ზეიმია ე.წ. ოპოზიციის, აგენტურის მხრიდან, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით "იმედის" ეთერში განაცხადა.

კირცხალიას თქმით, სასამართლო დარბაზში ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე მხილების მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაა შესაძლებელი.

"თავისუფლად შეიძლება ჩვენი საზოგადოების მიმართ მათი დამოკიდებულების გაზომვა, როდესაც პირდაპირ ეთერში, საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში შეიძლება ისეთი ტყუილი თქვა და უარყო შენი პოლიტიკური იდენტობა, თითქოს საზოგადოება აკვარიუმში ვართ და წამის მეასედში არაფერი გვახსოვდეს.

მათი სტრატეგია ერთია, ეს არის იმ დივერსიფიცირების სცენარის გაგრძელება, რომლითაც მოქმედებენ ე.წ. ოპოზიციურ ველზე - დღეს უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზიდან როგორმე ერთმანეთს, თავის წარსულს და აწმყოს გაემიჯნონ, შეეცადონ, რომ კიდევ ერთხელ შეიყვანონ შეცდომაში საზოგადოება, ვითომ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები არიან. გამოვლენ სხვადასხვა ჯგუფები, შემდეგ დადგება ბატონი გვარამია და შეახსენებს, რომ ერთი ორგანიზმი არიან, ან გამოდგება მათი მთავარი ბელადი და სულიერი მამა, ბატონი სააკაშვილი, ან მოქმედების სტილს დაუწუნებს ვინმეს, შემდეგ აარჩევს, ვინ უნდა დადგეს და ილაპარაკოს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×