რეზონანსი
18.11.2026

ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა.

ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. დაუზუსტებელი ცნობით, ავარიის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

"3 ადამიანი დაიღუპაო, ოჯახი იყო როგორც ვიცი. ორი ბავშვი იყო, საცოდაობა იყო. საათ ნახევრის უკან მოხდა" - წერს თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×