რეზონანსი
18.11.2026

ვა­კე­ში, ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი 80 წლის მა­მა­კა­ცი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნია. ამის შე­სა­ხებ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას მოკ­ლუ­ლის სი­ძემ თქვა. მე­დი­ა­ში მა­ნამ­დე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, გოგი ჩი­ქო­ვა­ნის ძმა იყო, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი ცნო­ბა გარ­დაც­ვლი­ლის სი­ძემ არ და­ა­დას­ტუ­რა.

როგორც მოკლულის სიძე, დათო შელია მედიასთან ამბობს, ვახტანგ ჩიქოვანი ყიფშიძეზე იმ კორპუსში არ ცხოვრობს, რომლის ავტოფარეხშიც გარჩევა მოხდა. 

სიძის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რატომ იყო მისი სიმამრი ავტოფარეხში. 

"80 წელს ცოტა აკლია, ჩემი სიმამარია მოკლული  ვახტანგ ჩიქოვანი. შუნტირება ჰქონდა გაკეთებული და ალბათ სისხლისგან დაიცალა. ამბობენ, რომ დანა (დაარტყესო).

არვიცი აქ რატომ უნდა ყოფილიყო ჩემი სიმამრი. რასაც ამბობენ აქ, გარჩევა იყოო. ხმაური გაიგო თუ არა ვინმემ არ ვიცი", - ამბობს დავით შელია. 

პენსიონერი ვაკეში ცოტა ხნის წინ მოკლეს - სავარაუდო დამნაშავე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი და ამ წუთებში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმდინარეობს. 

წინასწარი ინფორმაციით, ყიფშიძეზე ერთ-ერთი კორპუსის ავტოფარეხში საქმის გარჩევა მიდიოდა, რაც მკვლელობით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, პენსონერს დანა გულში აქვს ჩარტყმული.

ამ წუთებში ყიფშიძის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაოებენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×