
ევროკავშირი უკრაინას მოახლოებული სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის აძლიერებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომდგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს ჩვენ უკრაინისთვის 2027 წლისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი სესხის შეთავაზებით გამოვედით. მაშინ, როცა რუსეთის ეკონომიკა იშლება, უკრაინას შეუძლია, ჩვენი მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს”, - წერს კალასი.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შეთავაზებით გამოდის, რომელიც 2027 წელს ქვეყნის ფინანსური საჭიროებების დაფარვას მოხმარდება. აქედან 25 მილიარდი ევრო სამხედრო საჭიროებებისთვის, ხოლო 20 მილიარდი ევრო - საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის არის გათვალისწინებული.