რეზონანსი
18.11.2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

საბავშვო ბაღში შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიასაშუალება TOK TV-მ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, პოლიციას ორი მშობელი დაუკავშირდა. მშობლების ინფორმაციით, აღსაზრდელებს ფიზიკურად ეხებოდნენ, ძილის დროს სახეზე ბალიშებს აფარებდნენ, კუთხეში აყენებდნენ და თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×