რეზონანსი
18.11.2026

ბრიუსელის გაგებით კეთილსინდისიერება ეს არის სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, დღეს ბრიუსელის ღირებულება არის ზურა ადეიშვილის, ნონა წოწორიასა და მიხეილ სააკაშვილის ღირებულება.

„მოლდოვაში ვეტინგის კომისიის წევრი არის ნონა წოწორია, რომელიც ადეიშვილის პერიოდში იყო გენპროკურორის მოადგილე. როდესაც მიდიოდა ქონებების ჩამორთმევა, ტელევიზიებისა და მედიების შეზღუდვა, ძალადობის ნორმალიზება, აი მაშინ, ის იყო გენპროკურორის მოადგილე. ეს ადამიანი, ნონა წოწორია დღეს მოლდოვაში წყვეტს ვინ გახდეს მოლდოვაში მოსამართლე და ვინ გახდეს პრეზიდენტი. ასეთი წარსულისა და რეპუტაციის ადამიანი ამოწმებს კეთილსინდისიერებას, რომელიც აქ წამების სისტემის შექმნის თანამონაწილე იყო.

რაც შეეხება უკრაინას, იქ პირდაპირ ადეიშვილი ჰყავთ გენპროკურორის მოადგილედ თუ ეგეთ თანამდებობებზე, რომელიც თვითონ იყო ჩართული სასამართლო სისტემაში ხალხის გაშვება-დანიშვნით. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ბრიუსელი ღირებულებებზე, მათი ღირებულება არის ზურა ადეიშვილის, ნონა წოწორიასა და მიხეილ სააკაშვილის ღირებულება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მონტენეგროში პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებისთვის კეთილსინდისიერების სავალდებულო შემოწმების მექანიზმის შემოღებასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პოლიტიკური და სამართლებრივი დებატები მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×