რეზონანსი
18.11.2026

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საბურთალოზე მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ "ჯივიპი" ავარიის შედეგად მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს.

„დღეს, 18 ნოემბერს, გამთენიისას, 03:30 საათზე, საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 1200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა.

შემთხვევის ადგილზე მოხდა კომპანიის ტექნიკური და საავარიო ჯგუფების დაუყოვნებელი მობილიზება. წყლის ნაკადის შესაჩერებლად ოპერატიულად დაიკეტა დაზიანებული მაგისტრალური მილსადენის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, კომპანიამ უზრუნველყო აღნიშნულ არეალში მდებარე აბონენტების ალტერნატიულ ქსელზე გადართვა.

ამ ეტაპზე ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს აღდგენითი ტექნიკური სამუშაოები, რათა დაზიანება უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას. პარალელურად, კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდება დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის შესწავლა და კომპანია მიყენებულ ზარალს სრულად აანაზღაურებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×