რეზონანსი
17.11.2026

უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი დოდო გვაზავა საუბრობს. როგორც მან აღნიშნა, დასავლეთ საქართველოში 22 ნოემბრის ჩათვლით, ტემპერატურის მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. აღმოსავლეთ საქართველოში კი 18 ნოემბერს  მოსალოდნელია ტემპერატურის მატება. სინოპტიკოსები ხვალ, თბილისში +19 გრადუს სითბოს ვარაუდობენ.

"შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასები შემოდის, რაც ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურაზე იმოქმედებს.  დასავლეთ საქართველოში 19 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 22 ნოემბრის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია თოვა. მთიან რაიონებში თოვლი მოსალოდნელი არ არის. 

18 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება. ხვალ თბილისში მზიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსს მიუახლოვდება. კახეთში მომდევნო დღეების განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდი და +15 +17 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი," - განუცხადა „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავა.

წყარო: ფორტუნა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×