
ყირიმის ხიდზე ავტომობილებისა და მატარებლების მოძრაობა მთლიანად შეჩერებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ 17 ნოემბრის ღამეს განხორციელებული მეორე თავდასხმის შემდეგ.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, დარტყმების შედეგად არავინ დაშავებულა. ექსპერტები ამჟამად ზარალს აფასებენ. მძღოლებს ურჩიეს, ხიდთან ახლოს არ იმოძრაონ და ოფიციალური წყაროებიდან განახლებული ინფორმაციის მისაღებად თვალყური ადევნონ.
ყირიმის ხიდზე გუშინ ღამით თავდასხმის შესახებ პირველმა რუსეთის მიერ დანიშნულმა ოკუპირებული ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა.
უკრაინული მონიტორინგის არხის „ყირიმის ქარის“ მიხედვით, ხიდის თაღს ოთხი ფრთოსანი რაკეტით დაარტყეს.
რადის ყოფილმა წევრმა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ დაწერა, რომ ხიდს ფლამინგოს რაკეტამ დაარტყა, რომელსაც 900 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლეა. მისი მასა 1150 კგ-ს შეადგენს და მოქმედების რადიუსი 3 ათასი კმ-ია.
თავდასხმის შემდეგ გამოჩნდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ხიდს საზღვაო მონაკვეთზე 227 მეტრიანი თაღიდან ერთ-ერთი აკლდა.