რეზონანსი
17.11.2026

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება.

„იმედი მაქვს, რომ დიახ“, - განაცხადა გალუზინმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, ადასტურებდა თუ არა ინფორმაციას, რომ აღნიშნული კონსულტაციები უახლოეს პერიოდში გაიმართება.

მან შეხვედრის დღის წესრიგზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ შეხვედრის გამართვამდე კომენტარს არ გააკეთებს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მის სპეციალურ წარმომადგენელს, გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის მხარის წარმომადგენელ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა, „სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×