რეზონანსი
17.11.2026

სიტყვის თქმის შესაძლებლობა არის იმისთვის, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს, რამდენად აბსურდულია „ქართული ოცნების“ სარჩელი და რამდენად წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიზნის განხორციელების შესაძლებლობას - მიზნის, რომელიც გულისხმობს დიქტატურის გაფორმებას, პარტიებისა და პოლიტიკური სპექტრის მთლიანად აკრძალვას და რუსეთის მაამებლური პოლიტიკის დაკანონებას, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კოალიციის წინააღმდეგ წარმოდგენილ ბრალდებებს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.

„დატოვებულ კითხვებს რაც შეეხება, ამას მოისმენთ, როდესაც პროცესი დაიწყება. განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს კონკრეტული კითხვების, იმიტომ, რომ ნებისმიერი კითხვა, რომელიც თეორიულად შეიძლება დაისვას, არ წარმოადგენს პრობლემას, ერთი მარტივი მიზეზის გამო - სიმართლე ჩვენს მხარესაა და არანაირ ბრალდებას საფუძველი არ აქვს, არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი. შესაბამისად, სიტყვის თქმის შესაძლებლობა არის იმისთვის, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს, რამდენად აბსურდულია „ქართული ოცნების“ სარჩელი და რამდენად წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიზნის განხორციელების შესაძლებლობას - მიზნის, რომელიც გულისხმობს დიქტატურის გაფორმებას, პარტიებისა და პოლიტიკური სპექტრის მთლიანად აკრძალვას და რუსეთის მაამებლური პოლიტიკის დაკანონებას.

გაერკვეს კარგად პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობა, რას ნიშნავს სანქცია, როგორც ტერმინი.

დანარჩენზე მექნება შესაძლებლობა დეტალურად ვისაუბრო ყველა იმ ნაბიჯის შესახებ, რომელზეც პასუხისმგებლობას იღებს „ძლიერი საქართველო - ლელო“. არ არსებობს არცერთი ნაბიჯი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებდეთ, მის დავიწყებას ვცდილობდეთ, ან რომელსაც არ ჰქონდეს უმარტივესი ახსნა, ამას სასამართლოში გაიგებთ“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×