რეზონანსი
17.11.2026

14 ნოემბერს, ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა RAF-ის ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ს დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი იურაია ფეიბერი 12:7 დაამარცხა.

თავდაპირველად ფეიბერის მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორგანიზაციამ ის ტურნირიდან ჩახსნა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი შეიყვანა.

სასიამოვნო ფაქტის მიღმა, არის დეტალები, რაზეც საბამ მიმართვა გაავრცელა.

„პატარა თხოვნა მაქვს მეგობრებო.უამრავი fake ექაუნთი შეიქმნა ჩემი სახელით „ტიკ-ტოკზე“, „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზეც“. გთხოვთ, დაარეპორტოთ თითოეული მათგანი თუ შეგხვდათ პოსტები. მადლობა” – დაწერა ლაზიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×