რეზონანსი
16.11.2026

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი იმედოვნებს, რომ მომავალში შეძლებენ შავი ზღვის რეგიონის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ყველა პარტნიორთან საკითხების განხილვას და კონკრეტული და რეალური შედეგების მიღწევას.

„შავი ზღვის რეგიონის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ყველა პარტნიორთან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი. ზოგჯერ ზოგიერთი მათგანი შეხვედრას ვერ ესწრება, თუმცა მინისტრების საკმაოდ დიდი რაოდენობა ჩამოდის. იმედი მაქვს, მომავალში შევძლებთ კონკრეტული და რეალური შედეგების მიღწევასაც შევუწყოთ ხელი“, - აღნიშნა კალასმა.

ბრიუსელში დაგეგმილ პოლიტიკურ ღონისძიებებზე საქართველო წარმოდგენილი არ არის. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია. „რადიო თავისუფლების“ შეკითხვის პასუხად მარტა კოსმა განაცხადა, რომ ბრიუსელში დაკავშირებადობის საკითხებზე გამართულ ღონისძიებებზე საქართველოს წარმომადგენელი მიწვეული იყო, თუმცა არც ერთხელ არ მიუღიათ მონაწილეობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×