
ოპოზიციის აქტივისტი თამუნა გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ შაბათის მარშში მონაწილეობას წყვეტს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„არ ვიცი ვის გაინტერესებთ, არც ის ვიცი საერთოდ ვინმეს გაინტერესებთ თუ არა, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე დავწერ ინფორმაციის სახით. მე ვწყვეტ შაბათის მარშში მონაწილეობას. გთხოვთ, პირადად ჩემი, ერთი ადამიანის სახელი, ნუ იქნება აფილირებული მაგ, უკვე ფაქტობრივად სტრუქტურული ერთეულის გადაწყვეტილებებსა და ქმედებებთან. მადლობა“, - აღნიშნავს გიორგაძე.
მისმა ამ გადაწყვეტილებამ აქტივისტებში გაურკვევლობა და დაბნეულობა გამოიწვია. ერთ-ერთი აქტივისტის დასმულ კითხვაზე - „მტერს რატომ ეძებთ იქ სადაც არ არის?!“ და იმის შესახებ, თუ რას აძლევს პოსტით ამის დემონსტრირება, გიორგაძე პასუხობს, რომ არ სურს მარშთან ასოცირება, ხოლო ამის აფიშირება გამჭვირვალობას აძლევს.
„არ მინდა მარშთან (საბჭოსთან) და მის გადაწყვეტილებებთან ასოცირება. მაქვს ამის უფლება. საჯაროა საბჭოს გადაწყვეტილება რომელიც მარშის წევრების სახელით კეთდება. ამ მარშის წევრებს რატომ არ აქვთ საჯაროდ გამიჯვნის უფლება? გამჭვირვალობას მაძლევს (რაც არ აქვს საბჭოს, თუმცა ფონს კარგად ქმნის, რომ აქვს) და ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევას მაძლევს“,- წერს გიორგაძე.
გიორგაძის მსგავსად, მსგავსი სურვილი რამდენიმე აქტივისტმაც გამოთქვა, მათ შორის, ია მელითაური წერს: „მეც აღარ დავდივარ კაი ხანია“.