
შეწყდეს უაზრო ბლუყუნი „შეცდომებზე" და „გადაცდომებზე". ჩვენი ღონისძიებების შედეგად ხალხს წყნარად ეძინა სახლში, არ ეშინოდათ ბავშვების ქუჩაში გაშვება და მანქანებს არ კეტავდნენ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
სააკაშვილის თქმით, ციხეს ძველებურად ორგანიზებული კრიმინალები აკონტროლებენ, რასაც მისივე თქმით, „ქოცებიც“ აღიარებენ.“
„ბათუმში, „საკონსტიტუციო სასამართლოში“, ადამიანის უფლებების დარღვევის ერთ-ერთ არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ ჩემს დროს ბევრი საჩივარი იყო სტრასბურგში.
იცით, ისტორიულად, როდის და საიდან იყო ყველაზე მეტი საჩივარი სტრასბურგში? - ეს იყო მაშინ, როცა სიციალიაში დაიწყეს ნამდვილი ბრძოლა მაფიასთან, რომელსაც სათავეში ედგნენ გენერალი დელლა კიეზა, ბორსელინო და ფალკონე და ასევე ჩემი ძველი მეგობარი, რომელიც მუდმივად მწერს წერილებს ახლაც ციხეში, პალერმოს მაშინდელი მერი, ლეოლუკა ორლანდო.
სწორედ ლეოლუკა, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის ოპოზიციაში როცა ვიყავი, არაერთხელ ჩამოსულა თბილისში, ჩემს მხარდასაჭერად, შეხვედრებზე დამყვებოდა ვაკის რაიონში.
ის იყო ჩემი შთაგონების წყარო, როდესაც დავუპირისპირდით ორგანიზებულ დანაშაულს საქართველოში. ორლანდო მიყვებოდა, რომ მაფიოზებს ჰყავდათ საუკეთესო ადვოკატები და ისინი წარმოუდგენელი რაოდენობით საჩივრებს წერდნენ ყველა ინსტანციაში. მიუხედავად ამისა, სიცილიური მაფია მაშინ დამარცხდა, თუმცა ამ ბრძოლას შეეწირნენ ფალკონე და ბორსელინო, ხოლო ორლანდო გადარჩა და ახლა ევროპარლამენტის დეპუტატია.
ხოდა დროა შეწყდეს უაზრო ბლუყუნი "შეცდომებზე" და "გადაცდომებზე". ჩვენი ღონისძიებების შედეგად ხალხს წყნარად ეძინა სახლში, არ ეშინოდათ ბავშვების ქუჩაში გაშვება და მანქანებს არ კეტავდნენ.