|

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა.
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) განცხადებით, მათი სამიზნე ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე განთავსებული ამერიკული საჰაერო თავდაცვის რადარის ობიექტი იყო. ბაჰრეინის სხვადასხვა ნაწილში საჰაერო განგაშის სიგნალი ამოქმედდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, უახლოეს უსაფრთხო ადგილას გადასულიყვნენ. შემდეგ ბაჰრეინის სამხედრო უწყებაში განაცხადეს, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანული დრონები მიზნის მიღწევამდე აღმოაჩინეს და გაანადგურეს.
ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის თავდასხმები მკაცრად დაგმო და თეირანს მათ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა დააკისრა. ეს ირანის მიერ ბაჰრეინზე ბოლო სამი დღის განმავლობაში განხორციელებული მეორე თავდასხმაა.
ცნობისთვის, ირანსა და აშშ-ს შორის დაპირისპირება გრძელდება. ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი მას უნდა ეკუთვნოდეს და თავს ესხმის გემებს, რომლებსაც „არაავტორიზებულად“ მიიჩნევს. თავის მხრივ, აშშ-ის სამხედრო ძალები სრუტეში ნავთობის ტანკერების გადაადგილებას იცავენ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|