
თბილისში, სასტუმრო „მერიოტში“, ახალი პოლიტიკური პარტიის - „სოციალური დემოკრატიისთვის“ სადამფუძნებლო ყრილობა მიმდინარეობს. ახალი პოლიტიკური გაერთიანება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, სტუდენტებს, ემიგრანტებს, შრომითი უფლებებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე აქტივისტებს აერთიანებს.
პარტიის პროგრამული განაცხადის თანახმად, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოქალაქეებს დაუბრუნდეთ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის შესაძლებლობა. პოლიტიკურ ორგანიზაციას ერთი თვის ვადა აქვს იმისთვის, რომ იუსტიციის სამინისტროში განცხადება შეიტანონ. სწორედ ამის შემდეგ დაფუძნდება ოფიციალურად პარტია. ამის მიუხედავად, ორგანიზაციის წარმომადგენლებს არ აქვთ იმედი, რომ იუსტიციის სამინისტრო ამ მოთხოვნას დაუკმაყოფილებს. ისინი აცხდაებენ, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ.
„ასწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ისევ ქვევიდან ზევით არსდება მემარცხენე პოლიტიკური ორგანიზაცია. ეს ნიშნავს, რომ დღეს საქართველოში ყველაზე ღარიბ, დაჩაგრულ მოსახლეობას ეყოლება თავისი მესიტყვე ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის სახით. არაფრიუს ფასად ჩვენ არ შევეგუებით იმ უსამართლობას, რაც აქ არის შექმნილი და ახლა, ეგენი დაგვარეგისტრირებენ, არ დაგვარეგისტრირებენ, რაღაც საქმეს აღძრავენ-არ აღძრავენ, ეგ მეორე საკითხია. ჩვენ ამ ყრილობას არ ვატარებთ იუსტიციის სახლისთვის. ჩვენ ამ ყრილობას ვატარებთ ერთმანეთისთვის, რომ დავინახოთ, რომ ბევრნი ვართ, გვაქვს სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიაა და მზად ვართ, რომ ავტორიტარიზმს გავუწიოთ წინააღმდეგობა“, - ამბობს პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი.