რეზონანსი
15.11.2026

მონტრე და ვევე ულამაზესი საკურორტო ქალაქებია შვეიცარიის დასავლეთით ე.წ. „შვეიცარიულ რივიერაზე", მრავალი სასტუმროთი. სხვადასხვა ღირსშესანიშნაობასა და ყოველწლიურ კულტურულ ღონისძიებას შორის აღსანიშნავის მონტრეს ჯაზ-ფესტივალი.

ქალაქში სულ 20000 მცხოვრებია. ეს შვეიცარიის ყველაზე მზიანი ადგილია, მთები კი ცივი ქარისგან იცავს, რაც მონტრეს სამოთხედ აქცევს.

1967 წლიდან მონტრეში ჯაზის სამყაროს ყველაზე ცნობილი ყოველწლიური ფესტივალი "მონტრე-ჯაზი" ტარდება. აქ, "მონტრე პალასის" პირდაპირ მდებარე "სტრავინსკის აუდიტორიაში" ხშირად გამოსულა ბიბი კინგი, რომლის ქანდაკებაც ყველა დამსვენებელს ეგებება. აქვეა ფრედი მერკურის ცნობილი ქანდაკება და თვით რეი ჩარლზისაც, ევიანის მთის ფონზე.

აქ უამრავი კაზინო, რესტორანი, სალონი, უმაღლესი კლასის სასტუმროა - ყველაფერი მწვანეშია ჩაძირული, მაგნოლიებით, დაფნით, ნუშითა და პალმებით დაჩრდილული კიბეები პირდაპირ ტბის სარკისებურ ზედაპირთან ეშვება. სანაპირო კი მთლიანად ქანდაკებებს დაუპყრიათ, - ძირითადად, ჯაზის სამყაროს გრანდებს.

აქ ცხოვრობდნენ ჟან-ჟაკ რუსო, ჩარლი ჩაპლინი, ისვენებდნენ ბაირონი და ჰემინგუეი. მონტრე არა მხოლოდ დასასვენებელი ადგილია, აქ ისინიც ჩადიან, ვისაც ჯანმრთელობის აღდგენა ან გარეგნობის შეცვლა სურთ... მაგრამ ყველას მაინც ჯაზის მოყვარულები ჭარბობენ...

 

Best restaurant

Restaurant 45 Grill & Health (Grand Hotel Suisse Majestic, Autograph Collection)

Av. des Alpes 45, 1820 Montreux Phone +41 21 966 33 33 www.brhhh.com/suisse-majestic/ suisse-majestic@brhhh.com

რესტორანი იდეალურად განლაგებულია მონტრეს რკინიგზის სადგურთან და ლე მანის ტბის პირას განთავსებულ სასტუმრო Grand Hotel Suisse Majestic-ში. აქედან ულამაზე ხედები იშლება ტბაზე, ხოლო რესტორნის ტერასა ამ შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს. მენიუ შედგება ნაციონალური შვეიცარიული და ხმელთაშუა ზღვისპირეთის კერძებისგან. რესტორნის საფირმო ნიშანია უმაღლესი სერვისია, რომელიც ნებისმიერი ხარისხის სტანდარტს დააკმაყოფილებს.

 

Best hotel

Hôtellerie de châtonneyre corseaux-vevey

Rue du Village 8 1802 Corseaux www.chatonneyre.ch TÉL+41 21 925 25 50 info@chatonneyre.ch

სასტუმრო განლაგებულია მყუდრო და ულამაზეს სოფელ კორსოში, რომელიც ვევედან ავტობუსით 10 წუთის სავალზეა და ჩაფლულია ლავოს რეგიონის ტერასულ ვენახებში. აქ თავს ისტორიის ნაწილად იგრძნობთ და შვეიცარიული სტუმართმოყვარეობისა და კულტურის უნიკალურ გარემოში აღმოჩნდებით. სასტუმროს ნომრების აივნიდან ფანტასტიური ხედები იშლება ვევესა და ტბა ლე მანზე, რაც ცალკე დამატებითი ატრაქციაა. სასტუმროს სიახლოვეს განლაგებული ფუნიკულიორით კი შეგიძლიათ ვენახებში გაისეირნოთ და მთვის წვერზე აღმოჩნდეთ, სადაც ნამდვილ სოფლურ გარემოს შეიგრძნობთ.

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი შვეიცარიაში (Public transport in Switzerland)

1.მთავარი 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით შვეიცარიაში (Swiss Travel System, Travel Switzerland)

ხედები: შვეიცარია, ეს არის ულამაზესი ხედები, ხელუხლებელი ბუნება - მთები, ტბები, ჩანჩქერები, მწვანე ბალახიანი მდელოები, ტყეეები... საზოგადოებრივი ტრანსპორტის (Swiss Travel System) ეფექტურად გამოყენება შესაძლებლობას მოგცემთ, რომ ეს ყოველივე მაქსიმალურად აითვისოთ და დაათვალიეროთ, მიაკვლიოთ საუკეთესო პანორამულ ხედებს და მიიღოთ მაქსიმუმი იმისგან, რისი შემოთავაზებაც შვეიცარიას შეუძლია. Swiss Federal Railways (SBB), Switzerland Tourism (ST)

საიმედოობა: შვეიცარიული საზოგადოებრივი ტრანსპორტი სახელგანთქმული შვეიცარიული საათივით გამართულად და პუნქტუალურად მუშაობს, რაც შესაძლებლობას მოგცემთ დანიშნულების ნებისმიერ პუნქტში დროულად მიხვიდეთ, დაგვიანების გარეშე - სტაბილურობა, უტყუარობა და პუნქტუალურობა გარანტირებულია.

მიღწევადობა: საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გამოყენებით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ნებისმიერ წერტილში მიაღწევთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა რთული რელიეფით, მთაგორიანი ადგილებით და უმაღლესი მწვერვალებით გამოირჩევა. ზოგიერთი დასახლებული პუნქტი კი ხშირად სწორედ მთის მწვერვალზეა განლაგებული. ზუსტად ასეთ, ერთი შეხედვით მიუღწევად ადგილებამდეც მიხვალთ ადგილობრივი ტრანსპორტის სწორედ გამოყენების შემთხვევაში.

მდგრადობა: შვეიცარიის სატრანსპორტო სისტემის გამოყენებით მინიმუმამდე მცირდება ადამიანის ნეგატიური ზემოქმედება ბუნებაზე. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომ ქვეყნის უნიკალური ბუნება პირვანდელი სახით ხანგრძლივად იქნას შენარჩუნებული და მისით ტკბობა არამარტო ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ, ქვეყანაში ჩასულ ურიცხვ სტუმარსაც შეეძლოს.

ბილეთი: მაქსიმალურად გამარტივებული სამგზავრო სისტემა მთელი ქვეყნის მასშტაბით - შვეიცარიული სამგზავრო ბარათი (Swiss Travel Pass) შესაძლებლობას გაძლევთ ისარგებლოთ ტრანსპორტის ყველა ძირითადი სახეობით ქვეყნის ტერიტორიაზე ულიმიტოდ, როგორ ადგილობრივ, ისე რეგიონალურ დონეზე - Switzerland.com/travel

2. შვეიცარიის (Travel Switzerland) სამგზავრო ბარათი (Swiss Travel Pass) ეს არის უნიკალური სამოგზაურო სისტემა - ყველა ბილეთი ერთში, რომელიც ფარავს შემდეგ სერვისებს:

ულიმიტო მგზავრობა მატარებლის, ავტობუსის და ბორანის გამოყენებით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე და ნებისმიერ წერტილში - სოფლებში, დაბებში, ქალაქებში, კანტონებში.

ულიმიტო მოგზაურობა პანორამულ მატარებლებზე. ამ ტიპის მატარებლები კონკრეტულ მარშუტებზე მოძრაობს და მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს, რომ შვეიცარიის ყველაზე ლამაზი ხედებით დატკბნენ, მათ შორის რთულ რელიეფურ ადგილებშიც. მატარებლების დიზაინიც ისეა შექმნილი, რომ ხილვადობა მაქსიმალურადაა გაზრდილი და ადაპტირებულია ადამიანების ყველაზე კომფორტულ მოთხოვნებთან.

ლოკალურს დონეზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტო სარგებლობა 90-ზე მეტ დასახლებასა და ქალაქში, რაც იმას ნიშნავს, რომ შვეიცარიის ნებისმიერ სოფლამდე მიაღწევთ კომფორტული, თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენებით.

უფასოდ შესვლა 500-ზე მეტ მუზეუმსა და კულტურულ-ისტორიული ღირებულების დაწესებულებაში, რაც განსაკუთრებული შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ახლოს გაეცნოს შვეიცარიის ისტორიასა და კულტურას.

ულიმიტო მგზავრობა ისეთ გამორჩეულად მოთხოვნად და რთულად მისაღწევ ადილებში, როგორებიცაა: მთა რიგი, სტანსერბორნი და სტუსი.

50%-მდე ფასდაკლება მთის ექსკურსიებზე, რაც ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვინც მთის კულტურითაა დაინტერესებული და სურს მოინახულოს შვეიცარიის მთაგორიანი მხარეები ექსკურსიაგამყოლთან ერთად.

უფასო შვეიცარული საოჯახო ბარათით (Swiss Family Card) თქვენი შვილები 6-დან 16-წლამდე ასევე სრულად და უფასოდ ისარგებლებენ შვეიცარიის სამგზავრო ბარათის (Swiss Travel Pass) ყველა შეღავათით. (როდესაც მშობლები ფლობენ Swiss Travel Pass-ს. მათ შორის სამთო ექსკურსიებითა და მუზეუმებით. რაც შეეხება 6-წლამდე ბავშვებს, მათ შვეიცარიის მასშტაბით ყველგან უფასოდ შეუძლიათ მგზავრობა. Switzerland.com/tickets

3. მთავარი 5 შვეიცარული პანორამული მატარებელი (Glacier Express, Bernina Express, GoldenPass Panoramic, Gotthard Panorama Express, Luzern-Interlaken Express) გაივლის ქვეყნის ზღაპრულ მთის ხედებთან, იდეალისტურ ველებსა და სოფლებთან, რომლებიც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ჭერამდე ასული ფანჯრებიან მატარებლებში მგზავრები ყველაზე მაღალი ხარისხის კომფორტს მიიღებენ. რაღა თქმნა უნდა შვეიცარიის სამგზავრო ბარათის საშუალებით (Swiss Travel Pass) ამ სერვისსაც ულიმიტოდ და უფასოდ მიიღებთ. ასეთი ტიპის მატარებლებზე უმჯობესია ადგილები წინასწარ დაჯავშნოთ, რადგანაც მათზე მოთხოვნილება განსაკუთრებით დიდია. Switzerland.com/panorama

4. შვეიცარიის დიდი სამატარებლო ტური - ეს არის ყველაზე მშვენიერი პანორამული მატარებლების მარშრუტებისა და მთავარი სანახაობების კომბინირება ერთ პაკეტში, რაც შესაძლებლობას მოგცემთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პანორამული მიმართულება ერთიან სისტემაში ჩასვათ და სქემატური პაკეთი შექმნათ საკუთარი თავისთვის ქვეყნის სხვადასხვა წერტილისა და ხედების მაქსიმალურად ასათვისებლად.

ასეთი პაკეტის შესაქმნელად, რაღა თქმა უნდა, უმჯობესია წინასწარ დაგეგმვა და ყველაფრის მომზადება, რათა სხვადასხვა პანორამული სამატარებლო მიმართულებები ერთიან პაკეტში გაერთიანდეს. GrandTrainTour.com

5.გამოსცადე შვეიცარია (Travel Switzerland) ყოველდღიური აღმოჩენებით - ეს არის განსაკუთრებული პაკეტი, რომელიც შექმნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კონკრეტული ქალაქების, დასახლებების, ან რაიმე ადგილების მონახულება სურთ - მათ შეუძლიათ ყოველდღიურად გამოიცვალონ ადგილსამყოფელი და გადაადგილდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილებში, ისე, რომ არ ჰქონდეთ საზრუნავი ბარგის გადატანა ერთი ადგილიდან-მეორეში, ანდაც ყოველ ჯერზე სხვადასხვა სასტუმროებში ხელახალი რეგისტრაციიის გავლა.

ეს არის ეგრედ წოდებული უფრო ღრმა ტურიზმის გამორჩეული სახეობა, როდესაც მოგზაურს სურს უფრო სიღრმისეულად გაეცნოს ადგილობრივ ცხოვრებას, ყოფას. დაათვალიეროს არამხოლოდ გამორჩეული და სახელგანთქმული ტურისტული ღორშესანიშნაობები, არამედ შეიგრძნოს ლოკალური, ნამდვილი ცხოვრება და თავი იგრძნოს როგორც ადგილობრივმა. Switzerland.com/experiences/experience-tour/day-discoveries

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×