რეზონანსი
14.11.2026

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძესთან, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ იოსებ ალიბეგაშვილთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ ბესიკ ჯიქურაულთან ერთად, ნინოწმინდის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ნინოწმინდასა და მუნიციპალიტეტის სამ სოფელში - დიდ ხანჩალში, კათნატუსა და ოროჯოლარში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში სამუშაოების 82% უკვე შესრულებულია. დასრულებულია რამდენიმე სათავე ნაგებობის, სატუმბი სადგურისა და რეზერვუარის სამშენებლო და ტექნოლოგიური სამუშაოები, ასევე ეშტია-ნინოწმინდის 11-კილომეტრიანი წყალმომარაგების მაგისტრალის მოწყობა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მაგისტრალური მილსადენებისა და წყალგამანაწილებელი ქსელების მოწყობა, წყლის აღრიცხვის სისტემის გამართვა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

პროექტის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 6 900 ბენეფიციარი 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 40.2 მილიონი ლარია, ხოლო სამუშაოების დასრულება 2027 წლის აგვისტოშია დაგეგმილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×