რეზონანსი
14.11.2026

დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმეზე ბრალდებული "კაწროს", იგივე ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდების მხარეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს.

თამარ აბესაძემ დღეს "პირველებს" ისიც უთხრა, რომ პენიტენციური სასამხური საკანში გადაღებულ ცემის ვიდეოს ვერ გამოაქვყნებს, რადგან ასეთი რამ არ არსებობს.

ადვოკატის თქმით, "სიმართლეს ფარდა მალე აეხდება"

ასეთი არ არსებობს. დაცვის მხარეს უკეთესი სტრატეგიები გვაქვს და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეგვიძლია, ვიდრე ბრალდების მხარეს. შესაბამისად სტრატეგიები გვაქვს უმაღლესი სტანდარტის და სიმართლეს აეხდება ფარდა", - ამბობს თამარ აბესაძე. 

ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა (კაწრო) დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ, რომლებსაც პროკურატურამ დავით ფექირიშვილის ცემის საქზმე ბრალი წარუდგინეს, სასამართლო პროცესზე მისვლაზე უარი თქვეს.

დღეს სასამართლომ წინასასამართლო სხდომის ჩანიშვნაზე უნდა იმსჯელოს, გამომდინარე იქიდან, რომ 5-ვე პირი სხვა ბრალზე უკვე ციხეში ზის, სასამართლო მათ მიმართ აღკვეთის ღონისძებსი შეფარდებაზე აღარ იმსჯელებს. 

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი ჯამში 7 პირს წარედგინა- სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის - „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×