რეზონანსი
14.11.2026

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ თავს კარგად გრძნობს და ჯანმრთელადაა.

მან აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში UFC-ის მებრძოლებთან, ძმებ ნურმაგომედოვებთან და მათ თანმხლებ პირებთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ მათაც გაათავისუფლებენ.

„მინდა ყველას შევატყობინო, რომ გამათავისუფლეს და თავს კარგად ვგრძნობ, ჯანმრთელად ვარ და მზად ვარ, გავაგრძელო. მადლობა აბუ-დაბიში ყველას, ვინც ამ საკითხის მოგვარებაში დამეხმარა. მიყვარს აბუ-დაბიში სტუმრობა და მიხარია, რომ აქ მიმიღებენ. იმედი მაქვს, ყველა დანარჩენსაც გაათავისუფლებენ - მე მათ არ ვუჩივლებ. მშვიდობა და ყველასთვის საუკეთესო მინდა. მადლობა ყველას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის“, - დაწერა დვალიშვილმა.

როგორც ცნობილია, აბუ-დაბიში, სადაც RAF-ის მორიგი ეტაპი უნდა გაიმართოს, მერაბ დვალიშვილს სასტუმროში უკნიდან მიპარვით UFC-ის მებრძოლები, ძმები ნურმაგომედოვები და მათი თანმხლები პირები თავს დაესხნენ. დვალიშვილთან ერთად კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, საბა ლაზიშვილი იყო.

მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს აბუ-დაბის სასამართლომ ჯარიმის სახით 50-50 ათასი დირაჰმის გადახდა შეუფარდა, ხოლო ნურმაგომედოვების გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დიარჰმის ოდენობის ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×