რეზონანსი
13.11.2026

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველივე დღიდან ეტყობოდა, რომ გადაწყვეტილება აქვს მიღებული - მას კი არა აქვს გადაწყვეტილება მიღებული, არამედ ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ისინი მოსამართლეების მხრიდან საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არსებულ თითოეულ ბრალდებაზე კონკრეტული კითხვების დასმას ითხოვდნენ.

„ვითხოვდით, რომ კიდევ მეტი კითხვა ყოფილიყო მოსამართლეების მხრიდან კონკრეტული და არა ზოგადი, რომელიც ამ საგამოძიებოში ბრალდებას აქვს, როგორც ბრალდება ჩვენს წინააღმდეგ. მოსამართლეები, რომლებიც საქმეებთან დაკავშირებით გვეკითხებოდნენ, მათ ვეუბნებოდით, რომ ზოგადად არა, ყველა ბრალდებაზე, რომელიც საგამოძიებო კომისიაში არის წარმოდგენილი, ჩვენ გვაქვს პასუხი და ვითხოვდით, თითოეული მათგანი ყოფილიყო ცალ-ცალკე განხილული. ამის შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა.

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა - მართლა რომ ობიექტურები ყოფილიყვნენ, დაინახავდნენ ზუსტად იმას, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში, რეალურად, არ დგას არანაირ სამართლებრივ არგუმენტაციაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველივე დღიდან ეტყობოდა, რომ გადაწყვეტილება აქვს მიღებული - მას კი არა აქვს გადაწყვეტილება მიღებული, არამედ ბიძინა ივანიშვილს“, - აცხადებს ანა წითლიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×