რეზონანსი
13.11.2026

დაწყებული პოლიტიკური თანამშრომლობიდან, დამთავრებული მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების მონახულებით, ჩვენი ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. ყოველ შეხვედრაზე ვგრძნობდით თანამშრომლობის დიდ სურვილს და კონკრეტული გეგმებიც ჟღერდებოდა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტზე საუბრისას.

„ჩინეთის განვითარება და პროგრესი ამ ქვეყანას წარმოადგენს, როგორც მსყიდველობითუნარიანობის ნომერ პირველ ეკონომიკას. შესაბამისად, ჩვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს სასწავლიც და თანამშრომლობის ნაწილშიც დიდი რესურსია. ყოველ წელს საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობა უფრო ღრმავდება როგორც სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობით, ასევე ხალხებს შორის და ბიზნესების მიმართულებითაც. სავიზო რეჟიმის გაუქმებამ გაზარდა ტურისტული ნაკადები, ბიზნესებისთვის გახდა უფრო მოქნილი ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა.

ჩინეთში ვიზიტმა დაგვანახა, რომ პოლიტიკის შემუშავებისას შეგვიძლია, ვისარგებლოთ ჩინეთის ხელისუფლების ჭკვიანური გადაწყვეტილებებით. ქართულ კომპანიებს მივცეთ საშუალება, რომ როგორც პირდაპირი ფრენებით, ასევე უფრო გამყარებული კავშირებით ჰქონდეთ თანამშრომლობა ჩინურ გიგანტებთან, კომპანიებთან, რომლებმაც მსოფლიოს მასშტაბით დიდ წარმატებას მიაღწიეს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×