რეზონანსი
13.11.2026

ყველა შესაბამის კითხვას გავცემთ პასუხს - ქარტია თავისი არსით სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და მისი მთელი შინაარსი კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვას ემსახურება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ისინი კარგად იცნობენ საქმეში წარმოდგენილ ყველა დოკუმენტსა და რეზოლუციას, რომელიც კითხვის საგნად არის ქცეული.

„ყველა შესაბამის კითხვას გავცემთ პასუხს, ძალიან კარგად ვიცნობთ ყველა დოკუმენტს, ქარტიას და ყველა იმ რეზოლუციას - ყველაფერს, რაც მოტანილია სამხილად თუ კითხვის საგნად. ქარტიის ხელმომწერები ვიყავით, რადგან ხელი მოვაწერეთ, ე.ი. მის პოლიტიკურ შინაარსს ვიზიარებდით. ქარტია თავისი არსით სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ყველა იმ კონსტიტუციურ პრინციპთან, რაც გააჩნია საქართველოს კონსტიტუციას. პირიქით, ქარტიის მთელი შინაარსი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვას ემსახურება“, - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×