რეზონანსი
13.11.2026

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში, რომლის ფიზიკის მასწავლებელიც მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს, მასწავლებლების ნაწილს საუბარი არ სურს - ნაწილმა კი დღეს სკოლაში მისულ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს უთხრა, რომ სასწავლო ნაწილის გამგეს უმძიმეს ბრალდებას მერვე კლასელი გოგონა უგონებს. 

"ტყუილია ყველაფერი. არ მჯერა ამ გოგოსი. (ვიდეოკადრები ნახეთ?) კარგით რა ყველაფერს აკეთებენ... სხვა რამეზე გადაიტანეთ ყურადღება" - განაცხადა მასწავლებელმა.

ამ ეტაპზე უცნობია, რჩება თუ არა სკოლაში მერვე კლასელი გოგონა - ამ საკითხზე სკოლაში არ საუბრობენ და ჟურნალისტის კითხვებს არ პასუხობენ. 

76 წლის ფიზიკის მასწავლებელი, სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით არის დაკავებული, რაც არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ტვ პირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×