რეზონანსი
12.11.2026

 "RAF იმე­დოვ­ნებს, რომ მი­უ­ხე­და­ვად სას­ტუმ­რო­ში მომ­ხდა­რი ჩხუ­ბი­სა, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი შა­ბათს აბუ-და­ბი­ში გა­სა­მართ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იას­პა­რე­ზებს," - Reuters -ი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლის, ჩად ბრონშტე­ი­ნის გან­ცხა­დე­ბას ცი­ტი­რებს და აბუ-და­ბი­ში მომ­ხდა­რი სკან­და­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ ახალ დე­ტა­ლებს ასა­ჯა­რო­ებს.

ამას­თან, ბრონშტე­ინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ შა­ბათს სა­ღა­მოს და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბას უს­მან მურ­მა­გო­მე­დო­ვი არ და­ეს­წრე­ბა.

სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აბუ-და­ბის პო­ლი­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ხუთ­შა­ბათს სას­ტუმ­როს შე­სას­ვლელ­თან მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის შემ­დეგ 10 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

"აბუ-და­ბის პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა 8 პირი, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ჩხუბ­ში. ასე­ვე და­ა­კა­ვეს 2 პირი, რომ­ლებ­მაც ინ­ცი­დენ­ტი გა­და­ი­ღეს. პო­ლი­ცი­ამ მათ მი­მართ აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი ზო­მე­ბი მი­ი­ღო," - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

საბა ლა­ზიშ­ვი­ლის ძმი­სა და მა­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი და თა­ვად სა­ბაც. ისი­ნი ამ დრომ­დე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან და სა­ვა­რა­უ­დოდ, იქ 48 სა­ა­თის გა­ტა­რე­ბა მო­უ­წევთ.

"მო­გე­სალ­მე­ბით ყვე­ლას. მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ამ სრუ­ლი­ად გი­ჟურ სი­ტუ­ა­ცი­ას, რაც უს­მა­ნი­სა და მე­რა­ბის და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ ხდე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩემი ძმა საბა და მე­რა­ბი ამ დრომ­დე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ჯერ არ გა­უ­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ათ და ამ­ბო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, იქ 48 სა­ა­თი გა­ა­ტა­რონ, რის შემ­დე­გაც მო­სა­მარ­თლე გა­და­წყვეტს, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი.

ვფიქ­რობ, ეს სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლოა, რად­გან ჩემს ძმებს ცუდი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბი­ათ - ისი­ნი უბ­რა­ლოდ იცავ­დნენ თავს და სხვა გზა არ ჰქონ­დათ, გარ­და იმი­სა, რომ ეჩხუ­ბათ და პა­სუ­ხი გა­ე­ცათ. ამი­ტომ, გთხოვთ, ვი­საც გაქვთ ძალა, ან რა­ი­მე კავ­ში­რე­ბი, დაგ­ვეხ­მა­რეთ და ხმა ამო­ი­ღეთ. რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან კარ­გი ქარ­თვე­ლი ბიჭი უკვე აკავ­ში­რებ­დათ და ცდი­ლობს ად­ვო­კა­ტე­ბის პოვ­ნა­სა და სი­ტუ­ა­ცი­ის მოგ­ვა­რე­ბას", - ამ­ბობს UFC-ის ყო­ფი­ლი მებ­რძო­ლი ზვი­ად ლა­ზიშ­ვი­ლი.

ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი აბუ-და­ბი­ში, სას­ტუმ­როს ფო­ი­ე­ში, ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რის დროს თავ­დას­ხმის მსხვერ­პლი გახ­და. გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ უახ­ლოვ­დე­ბა მას ზურ­გი­დან და­ღეს­ტნე­ლი მებ­რძო­ლი უს­მან ნურ­მა­გო­მე­დო­ვი თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად და სა­ხე­ში ურტყამს.

მომ­ხდარს ჯგუ­ფუ­რი ჩხუ­ბი მოჰ­ყვა, რის შე­დე­გა­დაც დვა­ლიშ­ვილ­მა სა­ხი­სა და თა­ვის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

ინ­ტერ­ნეტ ვარ­სკვლა­ვად იქცა საბა ლა­ზიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დვა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც კად­რებ­ში ჩანს, მხო­ლოდ მან სამ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის მო­გე­რი­ე­ბა შეძ­ლო და ერთი დარ­ტყმით აგ­დებ­და ძირს აგ­რე­სო­რებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×