რეზონანსი
12.11.2026

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება. 

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რომელზეც სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად საქართველოს პრემიერიც არის, სწორედ გამოცემა Euronews-ის საიტიდანაა, რაც, მისივე თქმით, ეწინააღმდეგება იმავე მედიის წარმომადგენლის მიერ რამდენიმე დღის გაკეთებულ განცხადებას.

კერძოდ, ანჯაფარიძე იხსენებს პრემიერის ინტერვიუს Euronews-თან, რა დროსაც ჟურნალისტმა მიუთითა, რომ  მასთან ფოტოს გადაღება არავის სურს. 

"ეს ფოტო სწორედ Euronews საიტიდან არის. არადა რამდენიმე დღის წინ, სწორედ Euronews-ის (ჟ)ურნალისტი ეუბნებოდა ირაკლი კობახიძეს, ევროპის ბევრ ლიდერს შენთან სურათის გადაღება არ სურთო. საინტერესოა ეხლა რას იტყვის..." - წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×