
გორში, მამაკაცი სახლიდან გასახლების შემდეგ, დაიღუპა. ჯუმბერ ახალკაცი ჭალის დასახლებაში, ალიმბარაშვილის ქუჩაზე, მეუღლესთან ერთად, ცხოვრობდა.
როგორც ოჯახის ადვოკატმა ლევან ჭიღლაძემ ,,ქართლის ამბებს" განუცხადა, ჭირისუფლებმა ცხედარი თბილისიდან გორში ისევ იმ სახლში დაასვენეს, საიდანაც აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა გაასახლეს.
,,არაერთხელ მივმართეთ აღსრულებას, რომ არ შეიძლებოდა ამ კაცის სახლიდან გასახლება. წარვადგინეთ ავადმყოფობის შესახებ ცნობები. მაგრამ მაინც მიიღეს გასახლების გადაწყვეტილება და გაასახლეს. ახლა მიმდინარეობს გამოძიება და დადგინდება ყველა იმპირის ვინაობა, ვინც ამ მდგომარეობაში მყოფი კაცი სახლიდან გაასახლა," - ამბობს ადვოკატი.
როგორც ადვოკატი განმარტავს, გასახლების შემდეგ, ცოლ-ქმარი, ნაზო და ჯუმბერ კურტანიძეები თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად, თუმცა მამაკაცმა ვეღარ გაუძლო. რაც შეეხება გასახლების მოტივს, ოჯახს ვალი ჰქონდა.
,,ქალბატონ ნაზოს ჰქონდა ვალი. ეს მისმა მეუღლემ არ იცოდა. ქალბატონი ნაზო იხდიდა ვალს, გადახდილია პროცენტი, გადახდილი ძირის ნაწილიც, თუმცა საბოლოოდ მევალემ ქონება მოითხოვა. მევალე მივიდა ჯუმბერთან და უთხრა, იცი, უნდა გაგასახლოთო. აქ ისეთი ადგილია, კორპუსები შენდება, ბიზნესი განვითარდება და ალბათ ამიტომაც ჩქარობდნენ გასახლებას" - აღნიშნა ადვოკატმა