რეზონანსი
12.11.2026

თბილისში, დიდუბის რაიონში მომხდარი ორმაგი მკვლელობის დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული ცოლ-ქმარი, ნანა ფირანიშვილი და სოსო სუჯაშვილი წარმოშობით ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ და დედაქალაქში მცირე ბიზნეს საქმიანობას ეწეოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა. ცოლ-ქმარს მაშინ ესროლეს, როდესაც ისინი ლიფტს ელოდებოდნენ.

„სიტყვები არ მაქვს, წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა... საუკეთესო, მშრომელი ადამიანები იყვნენ, მშვიდად ცხოვრობდნენ... ვის რას ერჩოდნენ?! ნანა ძალიან საყვარელი, კეთილი ქალი იყო. მცირე ბიზნესი ჰქონდათ. არ ვიცი, ვისთვის რა უნდა დაეშავებინათ“, - ამბობს ახლობელი „პრაიმტაიმთან“.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×