
თბილისში, დიდუბეში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მოკლული ცოლ-ქმარი ნანა ფირანიშვილი და სოსო სუჯაშვილი არიან. ისინი ყაზბეგის მუნიციპალიტეტიდან იყვნენ და თბილისში მცირე ბიზნესი ჰქონდათ.
მკვლელობა საცხოვრებელ კორპუსში იმ დროს მოხდა, როდესაც ლიფტს ელოდებოდნენ.
ცოლ-ქმარი იმავე კორპუსში ცხოვრობდა, რომლის ლიფტთანაც მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ისინი სავაჭრო ცენტრ "საბას" თანამშრომლები იყვნენ. შვილი არ ჰყავდათ.
მათ თავს ორი ნიღბიანი პირი დაესხა, მკვლელობის შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
წყარო: პრაიმტაიმი