რეზონანსი
11.11.2026

"მწერალთა სახლის" დირექტორის და "ქართული  ოცნების " ყოფილი დეპუტატის, ქეთი დუმბაძის შვილს პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

"ტვ პირველის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გასულ შაბათს, ნოდარ მაჭარაშვილი ერთ-ერთ ღონისძიებაზე კინოპროდუსერს თავს დაესხა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა.  დაზარალებულს ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. 

შემთხვევა თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე, ერეკლე დეისაძის საღამოზე მოხდა. 

შინაგან საქმეთა ადასტურებს, რომ  თბილისში მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხობს. 

"ტვ პირველი" ქეთი დუმბაძეს დაუკავშირდა, "მწერალთა სახლის" დირექტორმა თქვა , რომ არ იცის რა მოხდა ტაბიძის ქუჩაზე. 

კომენარის გაკეთება არ ისურვა არც ერეკლე დეისაძემაც. 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×