რეზონანსი
11.11.2026

ნაციონალური მოძრაობის მაშინდელმა თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა, აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს "ქვების გროვა" უწოდა, რა დავკარგეთ რა ქვების გროვაო? - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძემ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომამდე გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც მათ კონსტიტუციურ სარჩელშიც მითითებულია. 

გორდულაძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ოკუპანტის დანაშაულებრივი ქმედებებისა და ეფექტური კონტროლის არარსებობის გამო დროებითი ოკუპაციის საზღვრები კიდევ უფრო გაფართოვდა, ამ ყველაფერს "ნაციონალური მოძრაობის" მაშინდელმა თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ქვების გროვა უწოდა. 

"მნიშვნელოვანია, რა განცხადება გააკეთა და როგორ პოზიციონირებდა მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს უწოდა ქვების გროვა, აი ის ქვების გროვა სადაც არ ხორციელდებოდა ოკუპანტის ეფექტური კონტროლი და დანაშაულებრივი ქმედებები და დროებით ოკუპაციის საზღვარი კიდევ უფრო გაფართოვდა  აი ამ ყველაფერს ნაციონალური მოძრაობის მაშინდელმა თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა უწოდა ქვების გროვა, რა დავკარგეთ რა ქვების გროვაო?" - განაცხადა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×