რეზონანსი
10.11.2026

 "გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია, ახლა უბ­რა­ლოდ ამ ყვე­ლაფ­რის შე­ლა­მა­ზე­ბა, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის გა­პა­ტი­ოს­ნე­ბა ხდე­ბა", - ამის შე­სა­ხებ „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის"

ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ნიკა გვა­რა­მი­ას თქმით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვის ეტა­პის ჩა­ტა­რე­ბის მო­თხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, რაც „აბ­სო­ლუ­ტუ­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვია და არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნებს".

„ძა­ლი­ან პრობ­ლე­მა­ტუ­რია, რაც მოხ­და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. არ ვიცი, სა­სა­მარ­თლო რო­გორ აპი­რებს ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლას, არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი, მთე­ლი სტა­დია სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვი­სა, არის ამო­ღე­ბუ­ლი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვია, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნებს. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, როცა საპ­რო­ცე­სო სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ჩვენს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მოქ­მე­დებს, ბევრ რა­მე­ში დაგვტო­ვა უუფ­ლე­ბოდ სა­სა­მარ­თლომ, მათ შო­რის მოწ­მე­ებ­ში, მათ შო­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­მო­თხო­ვა­ში. ეს მარ­თლა ყვე­ლა­ფერს აჭარ­ბებს, მთე­ლი სტა­დია ერ­თი­ა­ნა­დაა ამო­ღე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

ცნო­ბის­თვის, "ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო", სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში, ხუთი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის აკ­რძალ­ვის თა­ო­ბა­ზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტე­ბის სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვის ეტა­პის ჩა­ტა­რე­ბას ითხოვ­და.

შე­სა­ბა­მი­სი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა მო­პა­სუ­ხე მხა­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ლე­ვან სა­მუ­ში­ამ და­ა­ყე­ნა, თუმ­ცა მას სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც და­ე­თან­ხმნენ.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პლე­ნუმ­მა „ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს" შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, სხდო­მა­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვის შე­სა­ხებ, მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×