რეზონანსი
10.11.2026

ირაკლი ღარიბაშვილს რომ ამ ყველაფერზე ლაპარაკის უფლება ჰქონდეს, უნდა დაჯდეს და მოყვეს ყველაფერი, რაც იცის ივანიშვილის დანაშაულებზე, - ამის შესახებ “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ექსპრემიერს ხალხი გვერდით დაუდგეს, ჯერ ამის მორალური უფლება უნდა მოიპოვოს.

მას რომ ამ ყველაფერზე ლაპარაკის უფლება ჰქონდეს, მინიმუმ, უნდა მისცეს ჩვენება, დაჯდეს და მოყვეს ყველაფერი, რაც იცის ივანიშვილის კორუფციის, შეკვეთილი მკვლელობების, ზონდერ ბრიგადების, არჩევნების გაყალბების და ყველა ამ დანაშულების შესახებ, თორე, მისი წერილები, როგორ ჩანს, მე, მე მე, ოქროს თევზი მინდა, არ არის ირაკლი ღარიბაშვილს რაც სჭირს ახლა, ამ ქვეყნის ყველაზე დიდი უბედურება. ამიტომ, მას საზოგადოება რომ დაუდგეს გვერდში, ჯერ უნდა მოიპოვოს ამის მორალური უფლება. თუ ვერ გაბედავს ირაკლი ღარიბაშვილი, ვფიქრობ, რომ არც ჩვენ არ უნდა ვინაღვლოთ მისი ბედი. არ შეიძლება, ასე ცალმხრივად, ჩვენ გვერდში დავუდგეთ, გვერდში უნდა დავუდგეთ, რა თქმა უნდა, უსამართლოდ შევიწროებულ ადამიანს, თვითონ უსამართლოდ შევიწროებული ადამიანი, თავად შემვიწროვებლების გვერდზე დგას. ეს ცოტა არაბუნებრივია, - განაცხადა კახა კუკავამ. 

პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერი, ციხიდან გამოგზავნილ წერილში მის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესების სრულად დახურვას „ჩრდილოვან მართლმსაჯულებასა“ და პოლიტიკურ დევნას უწოდებს.

როგორც ღარიბაშვილი წერს, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი კონტროლის მოხსნასა და მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორისა თუ შანტაჟის ფაქტების დამალვას ემსახურება.

„ეს არის "კენგურუს სასამართლოს" კლასიკური ნიმუში“ - წერს ღარიბაშვილი და ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტებსა და შერჩევით მართლმსაჯულებაში ადანაშაულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×