
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, ოპოზიციაში გასული 8-დღიანი სხდომების მიმდინარეობას აფასებენ.
"ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძის თქმით, საზოგადოებამ 8 დღიოს განმავლობაში კარგად დაინახა, რომ "ოცნების" სარჩელი "პოლიტიკური მოტივით შეკერილია".
"უკვე ბევრი რამ გამოაჩინა გასულმა 8-დღიანმა პროცესმა, როგორც წარიმართა "ოცნების" მხრიდან. ჩემი აზრით, ეს იყო "ოცნებისთვის" საზოგადოების თვალში განადგურების ტოლფასი. დაინახა ყველამ, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს - არის სრულიად აბსურდული, პოლიტიკური მოტივით შეკერილი სარჩელი. არაფერ შუაში, არაფერ ბმაში არ არის ეს ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან და ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ გააუქმონ პოლიტიკური ოპოზიცია., გააფორმონ დიქტატურა", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.