რეზონანსი
09.11.2026

14 ნოემბერს ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში დაუპირისპირდება.

მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან ერთად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის მზადების გეგმებსა და გამოძახებული მოთამაშეების მდგომარეობაზე ისაუბრა.

ნაკრების კაპიტნის ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, ვერ ითამაშებს ვიცე-კაპიტანი, ოთარ კიტეიშვილიც. გუნდს მოედანზე კაპიტნის სამკლავურით ოთარ კაკაბაძე გაიყვანს.

რამაზ სვანაძის განცხადებით, გაკეთდა სრული ანალიზი, თუ სად ჰქონდათ პრობლემები და სად გამოიყურებიან შედარებით კარგად.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×