
სურვილი გვაქვს ერთი - ეს აგენტურა უნდა მოსცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების" გამარჯვება ნიშნავს ქართველი ხალხის გამარჯვებას.
"ჩვენი სარჩელის გამარჯვება საკონსტიტუციო სასამართლოში პირდაპირპროპორციულად ნიშნავს საქართველოსა და ქართველი ხალხის გამარჯვებას, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყოს პოლიტიკოსებად წოდებული აგენტურა, რომელიც მინიმუმ არ შეიმჩნევს ისეთ უმნიშვნელოვანეს ვიზიტს, როგორიც იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 10 ნოემბერს, 12:00 საათზე გაგრძელდება.