რეზონანსი
09.11.2026

არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები არიან ამ „კოორდინირებული დუმილის“ დავალების შემსრულებლები, არამედ მათი მსახური ოპოზიციური მედია, რომლისთვისაც იმდენად უმნიშვნელო გამოდგა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, რომ ან საერთოდ არ გააშუქეს, ან სადღაც, ბოლო ამბად, - წერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე სოციალურ ქსელში.

დეპუტატი ლევან მაჭავარიანის განცხადებას გამოეხმაურა.

„აბსოლუტურად ვიზიარებ არა მხოლოდ მე, არამედ მთელი გუნდი ლევან მაჭავარიანის ამ მოსაზრებას და დავამატებდი ერთ რამეს - არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები არიან ამ „კოორდინირებული დუმილის“ დავალების შემსრულებლები, არამედ მათი მსახური ოპოზიციური მედია, რომლისთვისაც იმდენად უმნიშვნელო გამოდგა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, რომ ან საერთოდ არ გააშუქეს, ან სადღაც, ბოლო ამბად.

საქმე ის არის, რომ გარედან მიღებულ დავალებებს ერთნაირი მონური მორჩილებით ასრულებენ როგორც „პოლიტიკოსები“, ასევე „ჟურნალისტები“. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უტყუარად ადასტურებს მათ ზიზღს საქართველოს მიმართ, დაუფარავ სიძულვილს ჩვენი ქვეყნის წარმატების მიმართ და ადასტურებს უტყუარად, რომ შეასრულებენ ყველანაირ ანტიქართულ დავალებას, რასაც პატრონები უბრძანებენ“, - წერს გორდულაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×