რეზონანსი
09.11.2026

ინტერლაკენი შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურირტია, რომელიც 12 თვის განმავლობაში იზიდავს ტურისტებს დედამიწის ყველა კუთხიდან. ინტერლაკენი მშვენიერი გაჩერებაა თუ ცენტრალური შვეიცარიის გასაოცარი ლანდშაფტის ხილვა გსურთ. ეს ტბის პირა კურორტი ტურისტებს ნავის ტურებით, გასაოცარი მატარებლით და ფუნიკულიორით იზიდავს და გარშემო არსებული ბუნების დათვალიერებას კომფორტულად გპირდებათ.

ინტერლაკენი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი და პოპულარული საზაფხულო დასვენების ადგილია. დღისითაც და ღამითაც აქ დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. ინტერლაკენის გულში უზარმაზარი მწვანე საჯარო ტერიტორია მდებარეობს. ის ჰოჰევეგის გამზირს მიუყვება, მატარებლის სადგურის და სასატუმროების ქუჩას. ვიქტორია ჯუნგფრაუს სასტუმრო ეროვნული ღირსშენისანაობაა. ინტერლაკენის სასტუმროსთან იაპონურ ბაღებს იხილავთ.

1 კილომეტრიანი გზა ულამაზეს გამოქვაბულებს, შადრევნებს, სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს განახებთ. შეგიძლიათ გაყვეთ გიდს ან იხელმძღვანელოთ აპლიკაციით. აქაურობა გასაოცრად ლამაზია და ლეგენდის თანახმად მას მუდამ ზეციური არსებები და დრაკონები ეპატრონებოდნენ. აქ ინტერლაკენიდან ავტობუსით მოხვდებით და გაჩერებიდან 10 წუთი დაგჭირდებათ.

ინტერლაკენის ყოფილი ავგუსტინელის მონასტერი მე-12 საუკუნით თარიღდება. დააკვირდით სასახლის ფანჯრების განსხვავებულ დიზაინსაც. მე-16 საუკუნეში აქ პილიგრიმები ისვენებდნენ, რომლებიც ტუნის ტბის გამოქვაბულებისკენ მიდიოდნენ. ინტერლაკენზე ხედები აქედან ნამდვილად შთაბეჭდავია. ჰარდერის ალპური პარკის პირდაპირ გადებული ხიდი ქალაქს და მდინარე აარეს გადაჰყურებს. ფუნიკულიორის საშუალებით ზღვის დონიდან 1322 მეტრზე მოხვდებით. აქ დაგხვდებათ პანორამული რესტორანი და ტყის ბილიკები, რომლებიც Hohbühl-ის პავილიონამდე მიგიყვანთ - ცნობილი კომპოზიტორების: მენდელსონის, ვაგნერის და ვებერის მემორიალთან.

The best hotel

Hotel & Restaurant Krebs with Garden-Terrace

Bahnhofstrasse 4, 3800 Interlaken www.krebshotel.ch/en-gb Phone: +41 33 826 03 30 info@krebshotel.ch

4-ვარსკვლავიანი ოჯახური სასტუმრო, რომელიც ჯერ კიდევ 1975 წელს აშენდა და ქალაქთან ერთად გამოიარა მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპები. მისი ინტერიერი, არქიტექტურა, ატმოსფერო, საგნები... ყველაფერი ისტორიასთანაა კავშირში და განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის სტუმრებისთვის. მისი განლაგება საუკეთესოა - ძალიან ახლოს ინტერლაკენის რკინიგზის სადგურთან და ქალაქის ცენტრთან. „კრებსიდან" შსაძლებელია ყველა ღირშესანიშნაობამდე ფეხით მიღწევა. სასტუმროში განლაგებულია რესტორანი და ბარიც, სადაც შსაძლებელია ტრადიციული შვეიცარიული სამზარეულოს დაგემოვნება, ხოლო ტერასა შსაძლებლობას იძლევა ინტერლაკენის ხედებით დატკბეთ.

The best Restaurant

Des Alpes Interlaken - Restaurant & Bar

Höheweg 115, 3800 Interlaken www.desalpesinterlaken.ch info@desalpesinterlaken.ch +41338288181

საუკეთესო მდებარეობა და უგემრიელესი სამზარეულო - რესტორანი განლაგებულია ინტერლაკენის მთავარი ქუჩაზე ჰიოვეგზე, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ქალაქის ნებისმიერი კუთხიდან ადვილად მიაკვლიოთ. მენიუში ფართოდაა წარმოდგენილი შვეიცარიული სამზარეულოს მთავარი ვარსვლავები და რაღა თქმა უნდა მათ შორის გამორჩელი ადგილი უკავია უგემრიელეს ფონდიუს, რომელიც რესტორნის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია კერძია. თუმცა, რესტორანს ფართო არჩევანი აქვს - მენიუში ასევე წარმოდგენილია ხმელთაშია ზღვისპირეთისა და ამერიკული კერძებიც.

The best Cafe

Funky Chocolate Club

Postgasse 10, 3800 Interlaken Phone: +41 79 108 92 47 www.funkychocolateclub.ch hello@funkychocolateclub.com

შოკოლადის სამოთხე - აქ შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოთ შოკოლადის მომზადების კურსში და გარკვეული ცოდნაც შეიძინოთ ამ მიმართულებით. ხოლო კაფეში დააგემოვნებთ აქაურ ზღაპრულ ტკბილეულს, რომელიც ადგილზეა დამზადებული და ეს ყველაფერი გაფორმებულია იქვე მომზადებული ხელნაკეთი შოკოლადით.

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი შვეიცარიაში (Public transport in Switzerland)

1.მთავარი 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით შვეიცარიაში (Swiss Travel System, Travel Switzerland)

ხედები: შვეიცარია, ეს არის ულამაზესი ხედები, ხელუხლებელი ბუნება - მთები, ტბები, ჩანჩქერები, მწვანე ბალახიანი მდელოები, ტყეეები... საზოგადოებრივი ტრანსპორტის (Swiss Travel System) ეფექტურად გამოყენება შესაძლებლობას მოგცემთ, რომ ეს ყოველივე მაქსიმალურად აითვისოთ და დაათვალიეროთ, მიაკვლიოთ საუკეთესო პანორამულ ხედებს და მიიღოთ მაქსიმუმი იმისგან, რისი შემოთავაზებაც შვეიცარიას შეუძლია. Swiss Federal Railways (SBB), Switzerland Tourism (ST)

საიმედოობა: შვეიცარიული საზოგადოებრივი ტრანსპორტი სახელგანთქმული შვეიცარიული საათივით გამართულად და პუნქტუალურად მუშაობს, რაც შესაძლებლობას მოგცემთ დანიშნულების ნებისმიერ პუნქტში დროულად მიხვიდეთ, დაგვიანების გარეშე - სტაბილურობა, უტყუარობა და პუნქტუალურობა გარანტირებულია.

მიღწევადობა: საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გამოყენებით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ნებისმიერ წერტილში მიაღწევთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა რთული რელიეფით, მთაგორიანი ადგილებით და უმაღლესი მწვერვალებით გამოირჩევა. ზოგიერთი დასახლებული პუნქტი კი ხშირად სწორედ მთის მწვერვალზეა განლაგებული. ზუსტად ასეთ, ერთი შეხედვით მიუღწევად ადგილებამდეც მიხვალთ ადგილობრივი ტრანსპორტის სწორედ გამოყენების შემთხვევაში.

მდგრადობა: შვეიცარიის სატრანსპორტო სისტემის გამოყენებით მინიმუმამდე მცირდება ადამიანის ნეგატიური ზემოქმედება ბუნებაზე. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომ ქვეყნის უნიკალური ბუნება პირვანდელი სახით ხანგრძლივად იქნას შენარჩუნებული და მისით ტკბობა არამარტო ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ, ქვეყანაში ჩასულ ურიცხვ სტუმარსაც შეეძლოს.

ბილეთი: მაქსიმალურად გამარტივებული სამგზავრო სისტემა მთელი ქვეყნის მასშტაბით - შვეიცარიული სამგზავრო ბარათი (Swiss Travel Pass) შესაძლებლობას გაძლევთ ისარგებლოთ ტრანსპორტის ყველა ძირითადი სახეობით ქვეყნის ტერიტორიაზე ულიმიტოდ, როგორ ადგილობრივ, ისე რეგიონალურ დონეზე - Switzerland.com/travel

 

2. შვეიცარიის (Travel Switzerland) სამგზავრო ბარათი (Swiss Travel Pass) ეს არის უნიკალური სამოგზაურო სისტემა - ყველა ბილეთი ერთში, რომელიც ფარავს შემდეგ სერვისებს:

ულიმიტო მგზავრობა მატარებლის, ავტობუსის და ბორანის გამოყენებით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე და ნებისმიერ წერტილში - სოფლებში, დაბებში, ქალაქებში, კანტონებში.

ულიმიტო მოგზაურობა პანორამულ მატარებლებზე. ამ ტიპის მატარებლები კონკრეტულ მარშუტებზე მოძრაობს და მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს, რომ შვეიცარიის ყველაზე ლამაზი ხედებით დატკბნენ, მათ შორის რთულ რელიეფურ ადგილებშიც. მატარებლების დიზაინიც ისეა შექმნილი, რომ ხილვადობა მაქსიმალურადაა გაზრდილი და ადაპტირებულია ადამიანების ყველაზე კომფორტულ მოთხოვნებთან.

ლოკალურს დონეზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტო სარგებლობა 90-ზე მეტ დასახლებასა და ქალაქში, რაც იმას ნიშნავს, რომ შვეიცარიის ნებისმიერ სოფლამდე მიაღწევთ კომფორტული, თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენებით.

უფასოდ შესვლა 500-ზე მეტ მუზეუმსა და კულტურულ-ისტორიული ღირებულების დაწესებულებაში, რაც განსაკუთრებული შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ახლოს გაეცნოს შვეიცარიის ისტორიასა და კულტურას.

ულიმიტო მგზავრობა ისეთ გამორჩეულად მოთხოვნად და რთულად მისაღწევ ადილებში, როგორებიცაა: მთა რიგი, სტანსერბორნი და სტუსი.

50%-მდე ფასდაკლება მთის ექსკურსიებზე, რაც ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვინც მთის კულტურითაა დაინტერესებული და სურს მოინახულოს შვეიცარიის მთაგორიანი მხარეები ექსკურსიაგამყოლთან ერთად.

Harderbahn (Top of Interlaken)

Harderbahn-ის საშუალებით ფუნიკულიორით შესაძლებლობა გექნებათ ახვიდეთ 1 322 მეტრზე Harder kulm-ზე, საიდანაც ფანტასტიური ხედები იშლება ინტერლაკენზე. ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი გასაკეთებელი რამ, როდესაც თქვენ იმყოფებით ინტერლაკენში. https://www.jungfrau.ch/en-gb/

უფასო შვეიცარული საოჯახო ბარათით (Swiss Family Card) თქვენი შვილები 6-დან 16-წლამდე ასევე სრულად და უფასოდ ისარგებლებენ შვეიცარიის სამგზავრო ბარათის (Swiss Travel Pass) ყველა შეღავათით. (როდესაც მშობლები ფლობენ Swiss Travel Pass-ს. მათ შორის სამთო ექსკურსიებითა და მუზეუმებით. რაც შეეხება 6-წლამდე ბავშვებს, მათ შვეიცარიის მასშტაბით ყველგან უფასოდ შეუძლიათ მგზავრობა. Switzerland.com/tickets

3. მთავარი 5 შვეიცარული პანორამული მატარებელი (Glacier Express, Bernina Express, GoldenPass Panoramic, Gotthard Panorama Express, Luzern-Interlaken Express) გაივლის ქვეყნის ზღაპრულ მთის ხედებთან, იდეალისტურ ველებსა და სოფლებთან, რომლებიც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ჭერამდე ასული ფანჯრებიან მატარებლებში მგზავრები ყველაზე მაღალი ხარისხის კომფორტს მიიღებენ. რაღა თქმნა უნდა შვეიცარიის სამგზავრო ბარათის საშუალებით (Swiss Travel Pass) ამ სერვისსაც ულიმიტოდ და უფასოდ მიიღებთ. ასეთი ტიპის მატარებლებზე უმჯობესია ადგილები წინასწარ დაჯავშნოთ, რადგანაც მათზე მოთხოვნილება განსაკუთრებით დიდია. Switzerland.com/panorama

4. შვეიცარიის დიდი სამატარებლო ტური - ეს არის ყველაზე მშვენიერი პანორამული მატარებლების მარშრუტებისა და მთავარი სანახაობების კომბინირება ერთ პაკეტში, რაც შესაძლებლობას მოგცემთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პანორამული მიმართულება ერთიან სისტემაში ჩასვათ და სქემატური პაკეთი შექმნათ საკუთარი თავისთვის ქვეყნის სხვადასხვა წერტილისა და ხედების მაქსიმალურად ასათვისებლად.

ასეთი პაკეტის შესაქმნელად, რაღა თქმა უნდა, უმჯობესია წინასწარ დაგეგმვა და ყველაფრის მომზადება, რათა სხვადასხვა პანორამული სამატარებლო მიმართულებები ერთიან პაკეტში გაერთიანდეს. GrandTrainTour.com

5.გამოსცადე შვეიცარია (Travel Switzerland) ყოველდღიური აღმოჩენებით - ეს არის განსაკუთრებული პაკეტი, რომელიც შექმნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კონკრეტული ქალაქების, დასახლებების, ან რაიმე ადგილების მონახულება სურთ - მათ შეუძლიათ ყოველდღიურად გამოიცვალონ ადგილსამყოფელი და გადაადგილდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილებში, ისე, რომ არ ჰქონდეთ საზრუნავი ბარგის გადატანა ერთი ადგილიდან-მეორეში, ანდაც ყოველ ჯერზე სხვადასხვა სასტუმროებში ხელახალი რეგისტრაციიის გავლა.

ეს არის ეგრედ წოდებული უფრო ღრმა ტურიზმის გამორჩეული სახეობა, როდესაც მოგზაურს სურს უფრო სიღრმისეულად გაეცნოს ადგილობრივ ცხოვრებას, ყოფას. დაათვალიეროს არამხოლოდ გამორჩეული და სახელგანთქმული ტურისტული ღორშესანიშნაობები, არამედ შეიგრძნოს ლოკალური, ნამდვილი ცხოვრება და თავი იგრძნოს როგორც ადგილობრივმა. Switzerland.com/experiences/experience-tour/day-discoveries

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×