რეზონანსი
08.11.2026

თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლის მშობლის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ხვალ სკოლის შენობაში გაგრძელდება, სადაც გაძლიერებული იქნება სკოლის უსაფრთხოება.

მშობლის ინფორმაციით, მათთვის გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ჩაიკეტება რამდენიმე საკლასო ოთახი, ხოლო სწავლისთვის გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული ოთახები, ამასთან, დაემატებიან მანდატურებიც.

“ეს მესიჯი მოგვივიდა სკოლას ლალი კალანდაძისგან რამდენიმე წუთის წინ! ესაა წინააღმდეგობის პირველი შედეგი!

“ვინაიდან ფართის მოძიებას არ ეყო ეს ორი დღე, ამასთანავე, სულ რომ ხვალ ვიშოვოთ ფართი, გარკვეული დრო დასჭირდება გარდამავალ პერიოდს - ხელშეკრულების გაფორმება, 112-ის დასკვნა და აშ.

თქვენი სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:

სამხარაულის ბიუროს გაეგზავნა დამატებითი მოთხოვნა სიღრმისეული ანალიზის გასაკეთებლად. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაცია მანამდე იყო ზეპირი, ჩაითვალა, რომ დამატებით ჩართონ ექსპერტები ამ პროცესში.

მანამდე, სასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის შენობაში.

ამასთანავე, ორშაბათიდან ადგილზე გაძლიერებული იქნება სკოლის უსაფრთხოება.

ჩაიკეტება რამდენიმე საკლასო ოთახი, ხოლო სწავლისთვის გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული ოთახები. დაემატებიან მანდატურები.

რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსს, რომელიც ვეკუას სკოლისთვის რემონტდება, მოსწავლეთა მისაღებად მზად იქნება 2027 წლის სექტემბერში”, - წერს მშობელი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ჩერდება. მიზეზი კი ავარიული შენობა და ექსპერტიზის დასკვნაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×