რეზონანსი
08.11.2026

იუსტიციის მინისტრი ადვოკატთა ასოციაციის საიუბილეო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ღონისძიების მთავარი თემაა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში საადვოკატო საქმიანობის განვითარება.

ადვოკატის დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც ადვოკატთა ასოციაცია მასპინძლობს, ესწრება 200-ზე მეტი მონაწილე-ექსპერტები, ადვოკატები, იურიდიული სფეროსა და ხელისუფლების წარმომადგენლები. მსჯელობენ თემაზე - "ადვოკატი, უფლებების ეფექტიანი დაცვა და პრო ბონო სერვისები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში".

ღონისძიება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვებით წარდგნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, უკრაინისა და თურქეთის ადვოკატთა ასოციაციების ხელმძღვანელებიც.

პაატა სალიამ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. აღნიშნა, რომ ადვოკატის პროფესიასთან ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი აკავშირებს, რაც დღემდე განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას ამ პროფესიაში მყოფი ადამიანების მიმართ. პაატა სალიამ იუსტიციის სამინისტროსა და ადვოკატთა კორპუსის თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე იმისა, რომ საქართველო იყოს სამართალზე დაფუძნებული ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია ადვოკატთა ასოციაციის დამოუკიდებლობა და სიძლიერე იმისათვის, რომ ამ ორგანიზაციამ ხელი შეუწყოს სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობას საქართველოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს იუსტიციის სამინისტროს ადვოკატთა ასოციაციასთან და თითოეულ ადვოკატს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან დღეს", - აცხადებს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×