რეზონანსი
08.11.2026

დღეს ნუნუ დუღაშვილს დაკრძალავენ. ცნობილი კომპოზიტორის გასვენება მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრიდან 2 საათზე მოხდება. მას მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. მახათას მთაზე დილიდან უამრავი ადამიანი მიდის. ოჯახის ახლობლები, გარდაცვლილის მეგობრები, კოლეგები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. მას განსაკუთრებული პოპულარობა არაერთმა სიმღერამ მოუტანა, მათ შორისაა კახეთო, იმერეთის ნიავო, თბილისო სიყვარულო და სხვა. 2012 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, ნუნუ დუღაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×